დევნილებმა სამინისტროს სასამართლოში დავა მოუგეს

ივლისი 01 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ანწუხელიძის ქუჩაზე აშენებულ ახალ კორპუსებში ბინის მიღებას დევნილთა ნაწილი კვლავ ცდილობს. 

დევნილებს მიაჩნიათ, რომ ბინების გადანაწილების კომისიამ არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოში მათ ინტერესებს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი იცავს. მათმა ნაწილმა პირველი ინსტანციის სასამართლოში პროცესი მოიგო. დევნილთა სამინიტრომ კი, ეს შედეგი ზედა ინსტანციაში გაასაჩივრა.

"მე მახსოვს, როდესაც დევნილთა მინისტრი გორში ჩამოდიოდა, ყოველთვის ხაზგასმით ამბობდა, რომ პირველი, ვინც ბინებით დაკმაყოფილდებოდა, იყვნენ ნგრევად ობიექტებში მცხოვრბლები. ასეთი იყო მაგალითად სასტუმრო "ქართლი" და "ტურბაზა", მაგრამ 5 ოჯახი დღეს ისევ "ქართლში", გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს", - ამბობს დევნილთა ინტერესების დამცველი. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, დავაში ჩართული იძულებით გადადგილებული პირებმა მოულოდენლად გაიგეს, რომ ბინებს ვერ მიიღებდნენ. 

"არიან დევნილები, რომლებიც სიაში იყვნენ, ბინების გადაცემის ცერემონიალზეც მივიდნენ და მაშინ შეიტყვეს, რომ გასაღებს არ მისცემდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო დღეს მოხდა ცვლილება. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა რასათანადოდ იმუშავა. არ მოხდა საფუძვლიანი შესწავლა ამ ოჯახების. ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ელოდნენ ბინების მიღებას, იმედი ძალიან გაუცრუვდათ. საინტერესოა, რა იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. კარგი ფაქტია, რომ სასამართლომ ადგილობრივ ინსტანციაში მათთვის მისაღები განაჩენი გამოიტანა“, - გვითხრა  ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის კოორდინატორმა, ლადო ბიჭაშვილმა.

დვნილთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ აღნიშნულ საკითხზე, უწყება განმარტებას მომავალ კვირაში გააკეთებს.

Read 1122 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი