დევნილი: ბინები არადევნილ ოჯახებს მისცეს

ივლისი 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ იმ დევნილებს შორის, რომლებმაც ბინა მოსკოვის ქუჩაზე, ახლადაშენებულ კორპუსებში მიიღეს, ვერ მოხვდა სასტუმრო „ქართლში“ მცხოვრები თინათინ კვაღინიძეს ოჯახი.

პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესი დევნილთა სამინისტროს წინააღმდეგ მან უკვე მოიგო.  


,,27 წელია ბინის მიღებას ველოდები. 26 წლის შვილი მყავს, რომელიც სასტუმრო ქართლში დაიბადა. სხვაგან ჩვენ არ გვიცხოვრია. ამ შენობაში რეგისტრირებული 60 ოჯახიდან მუდმივად მცხოვრები მხოლოდ 35 ვართ, რომლების დაკმაყოფილებაც სრულად არ მომხდარა. მე დავრჩი ბინის გარეშე, რომელიც ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებ.უკვე მოვიგე პირველი ინსტანციის სასამართლო და შემდეგი ინსტანციის განაჩენს ველოდები“, - განმარტა თინა კვაღინიძემ.


ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

Read 884 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი