mukilurji640X90

ელენე რუსეცკი: შრომითი უფლებების დარღვევაზე ბევრი დევნილი საუბრობს

ივლისი 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"შრომითი უფლებების დარღვევაზე ბევრი დევნილი საუბრობს", - განაცხადა გორში გამართულ შეხვედრაზე ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა.

ელენე რუსეცკის თქმით, მსგავსი შემთხვევების სიმრავალის გამო, მომავალში მისი ორგანიზაცია შეხვედრების გამართვას ამ საკითხზეც გეგმავს. 

,,ბევრი დევნილი საუბრობს შრომითი უფლებების დარღვევაზე. ბევრ ქეისს გავეცანი. არ გამოვრიცხავ, რომ შეხვედრები გავმართო ამ მიმართულებით და მივაწოდო რეკომენდაციები ქალებს, როგორ მოიქცნენ როდესაც მათი შრომის უფლება ირღვევა“, - აღნიშნა ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ელენე რუსეცკიმ.

შეხვედრაზე ამ თემაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა მონაწილემ საკუთარი ისტორია გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის 2013 წელს სამსახურიდან ახსნა-განმარტეის გარეშე გაათავისუფლეს. 

,,გავიარე ტესტირება, ჩავაბარე გამოცდები, თუმცა მაინც გამომიშვეს. რადგან ახალმა გამგებელმა ჩათვალა, რომ ვინაიდან წინა ხელისუფლების პირობებში ვმუშაობდი მათი თანამოაზრე ვიყავი და გამომიშვეს. დღეს ვარ უმუშევარი. ჩემს ადგილზე კი მუშაობს ის, ვინც მოქმედი ხელისუფლების ინტერესებს ატარებს“, - განაცხადა ფიქრია შველიძემ.

ის 2013 წლამდე ქურთის მუნიციპალიტეტში რიგით სპეციალისტად მუშაობდა.

 

Read 342 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი