გორში გარემოს დამცველი გოგონათა კლუბი ჩამოყალიბდა

ივლისი 03 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გარემოს დაცვის საკითხებსა და ნარჩენების მართვის პროცესში ქალთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, გორში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის ახალგაზრდები. მათ შორის, ფხვენისში, ხურვალეთისა და სკრის დევნილთა დასახლებებებში მცხოვრები მოსწავლეები. მათ გორის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის 2018-2022 წლების ხუთწლიანი გეგმის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN -ის შიდა ქართლის კოორდინატორი ირმა კიტრიაშვილი უძღვებოდა. 


,,შეხვედრის მიზანს ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა, რათა თითოეულმა მოქალაქემ გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არ დაუშვას საცხოვრებელი ტერიტორიის დანაგვიანება, რომელიც ადვილი შესაძლებელია ზაფხულის პერიოდში ინფექციის წყაროდ გადაიქცეს. ასევე გაუფრთხილდნენ მეეზოვეების შრომას, რომლებიც ყოველ დილას ადრიანად იწყებენ ქალაქის დასუფთავებას“,- ამბობს შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი ირმა კიტრიაშვილი.

შეხვედრა ორგანიზაცია ,,ქართლოსის“ ოფისში მოეწყო. მისი წარმომადგენლის, ანა ჯებისაშვილის ინფორმაციით, დისკუსიის შედეგად გადაწყდა, რომ ორგანიზაციის ბენეფიციართა ჩართულობით ნარჩენების მართვის პროცესში, ქალთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, გოგონათა კლუბი შეიქმნა, რომლებიც გარემოსდაცვით აქტივობებს განახორციელებს.

ღონისძიება ნარჩენების მართვის შესახებ მომზადებული ფილმის ,,გაიგე მეტი ნარჩენების მართვაზე" ჩვენებით დასრულდა, რომელშიც კარგადაა ასახული ადამიანის ჯანმრთელობისათვის ყველა სახის ნარჩენის მავნებლობა.

შეხვედრა, პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში, ფაზა (WMTR II) ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) უჭერს და ახორციელებს CENN. პროგრამა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს შესაბამის ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს, ნარჩენების მართვის, მართებული სისტემის ჩამოყალიბებაში. პროგრამა ნარჩენების მართვის პროცესში ქალთა ჩართულობის გაზრდასაც ითვალისწინებს. 

Read 1176 times Last modified on Last modified on ივლისი 03 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი