რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩავიდა

ივლისი 03 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ორდღიანი ვიზიტით რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ჩავიდა.

ვიზიტის ფარგლებში ნურგალიევი დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს შეხვდა.

შეხვედრისას რაშიდ ნურგალიევმა აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს თანამშრომლობის დატვირთული გეგმა აქვთ მომდევნო ორი წლისთვის, რაც ნაბიჯ-ნაბიჯ მუშაობას ითხოვს“.

„არსებობს საკითხები, რომელთა განხილვა საჭიროა უშიშროების საბჭოს ხაზით, ასევე მოკავშირეობის შეთანხმების ის პუნქტები, რომელიც ძალოვან სტრუქტურებს ეხება“, - აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა.

თავის მხრივ, რაშიდ ნურგალიევმა აღნიშნა, რომ ასევე განიხილავს საბაჟო ორგანოების ინტეგრაციის საკითხებს და ტრანზიტული კორიდორის შექმნის შესაძლებლობას.

Read 372 times
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი