ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეღწევის გამო დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო

ივლისი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2018 წლის მაისში, ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო.

კერძოდ, როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი, დევნა სამი პირის მიმართ სსკ-ის 322¹ მუხლით დაიწყო, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევას გულისხმობს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

Read 667 times Last modified on Last modified on ივლისი 04 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი