mukilurji640X90

ანატოლი ბიბილოვი: საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა ჩვენს შეშფოთებას იწვევს

ივლისი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა საქართველოს ხელისუფლების განცხადებაზე ნატო-ში 2021 წლისთვის გაწევრიანებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

როგორც ანატოლი ბიბილოვმა აღნიშნა, ოფიციალური თბილისის განზრახვა „სამხრეთ ოსეთს“ აშფოთებს, რასთან დაკავშირებითაც რუსეთთან ერთად თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი კონტურების შექმნა ხდება.

„საქართველოს უფლება აქვს ნებისმიერ ალიანსს შეუერთდეს. სამხრეთ ოსეთი ამას ვერ შეუშლის ხელს. ამავდროულად, ეს შეშფოთებას იწვევს და ყველაფერი კეთდება, რათა რესპუბლიკის ხალხი შესაძლო პროვოკაციებისა და ძალისმიერი სცენარებისგან დავიცვათ. ზუსტად ამიტომაც, სამხრეთ ოსეთი რუსეთთან ერთად თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან კონტურებს ქმნის. ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები უნდა პასუხობდეს ჩვენს საზღვრებთან ნატო-ს ძალების გამოჩენის შესაძლებლობას“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საუბარი არ არის „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალის გაძლიერებაზე.

 

Read 1388 times Last modified on Last modified on ივლისი 04 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი