Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 04 ივლისი 2018 13:21

გორის გოგონათა გუნდი ფინალისთვის ემზადება

Rate this item
(0 votes)

გორის გოგონათა გუნდი მუსიკალურ პროექტ X factor - ის ფინალისთვის ემზადება.

გუნდის ხელმძღვანელი, ნინო წიკლაური ამბობს, რომ ფინალში გასამარჯვებლად მოსახლეობის მხარდაჭერა სჭირდებათ.

„ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ. გასაკვირიც იქნება, ასე რომ არ იყოს. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ასეთ შედეგს არ ველოდით, რადგან ბოლო დროს გვესმოდა მითქმა-მოთქმა, რომ ბევრნი არიან და ამიტომაც იღებენ ამდენ ხმასო. ვფიქრობ, ახლა ყველას დავუმტკიცეთ, რომ მთელი ძალა ჩვენს გამოსვლაში ჩავდეთ და შედეგიც მივიღეთ", - ამბობს ნინო წიკლაური.


გორის გოგონათა გუნდმა კონკურსის ნახევარფინალში საერთო ხმების 22,65% მიიღო და ფინალურ ეტაპზე გადავიდა.

Read 1196 times