რუსეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა სატრანზიტო დერეფნის გახსნის შესაძლებლობები განიხილეს

ივლისი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ რაშიდ ნურგალიევმა „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიის გავლით ტრანზიტის შესაძლო გახსნისა და „სასაზღვრო ტერიტორიებზე“ უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, რაშიდ ნურგალიევმა და ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალის რაიონში ის ადგილი დაათვალიერეს, სადაც სატრანზიტო გზის გახსნის შემთხვევაში, შესაძლოა, ტრანსპორტისთვის შემოვლითი გზა აშენდეს. მათ ასევე დაათვალიერეს საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ახალგორის რაიონში აშენებული ობიექტები.

ანატოლი ბიბილოვმა და რაშიდ ნურგალიევმა ასევე განიხილეს უსაფრთხოების საკითხები „სამხრეთ ოსთის სასაზღვრო ტერიტორიებზე“.

Read 1468 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი