Back to Top
ოთხშაბათი, 04 ივლისი 2018 15:35

ტერმინი "გუბერნატორი" უქმდება

Rate this item
(0 votes)

საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, ტერმინი „სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი“ იცვლება ტერმინით „სახელმწიფო რწმუნებული“.

საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს კონსტიტუციასთან საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის მიზნით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების დროს განიხილეს.

კანონპროექტი დეპუტატებს პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა (შიდა ქართლის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე) გააცნო. კომიტეტმა წარმოდგენილ ცვლილებას მხარი დაუჭირა. საკითხი მხარდასაჭერად კენჭისყრაზეც გავა.

Read 1448 times Last modified on ოთხშაბათი, 04 ივლისი 2018 23:23