გორის მერი ახალი მანქანების შესაძენად ნებართვას მთავრობისგან ელოდება

ივლისი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

არამარტო ჯიპების, არამედ სხვა მანქანების გაყიდვასაც ვგეგმავთ, - განაცხადა რადიო „მოზაიკასთან“ გორის მერმა.

კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ მერიის ბალანსზე არსებული ძველი ავტომობილების გაყიდვისა და ახლით ჩანაცვლების ნებართვას მთავრობისგან ელოდებიან.

„არამარტო ჯიპების, არამედ ყველა ძველი ავტომობილის გაყიდვას ვგეგმავთ. მაგრამ, ჯერჯერობით, ეს პროცესი შეჩერებულია, რადგან შესაძლოა ეს თავად სამინისტრომ გააკეთოს და შესაბამისი დადგენილების მიხედვით, ახალი მანქანების შეძენის ნებართვა უნდა მოგვცეს მთავრობამ", - განაცხადა კოტე თავზარაშვილმა 

ოთხი თვის წინ გორის მერი თავზარაშვილი ამბობდა, რომ მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილების გაყიდვით ხარჯების შემცირება და შედარებით დაბალფასიანი ავტომობილების შეძენა სურდა. 

ამ დროისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე 18 ავტომობილი ირიცხება. 

Read 1203 times Last modified on Last modified on ივლისი 04 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი