გორის მერი: შინდისში სკვერის მოწყობაზე უარი დავასაბუთეთ

ივლისი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"შინდისის სკვერის მოწყობას სჭირდება დაგეგმვა, თანხის მოძებნა და გამოყოფა. შესაბამისმა სამსახურებმა მაგაზე გასცეს წერილობით პასუხი. ესე არ ხდება, რომ გააკეთეთ, გვეტყვიან და გავაკეთებთ, ყველაფერს დრო და თანხები სჭირდება", - ამბობს კონსტანტინე თავზარაშვილი, რომელიც ენმ - ს წევრის, ბექა ქორჩილავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. 


„მაგ ადგილას შეიძლება სხვა რამ იგეგმებოდეს, რადგან იქ არის შენობა, რომლის რეაბილიტაციაც შეიძლება მოხდეს და სხვა უფრო უკეთესი რამე გაკეთდეს. შინდისის გმირების მემორიალთან არის გაკეთებული ძალიან ლამაზი ხეივანი, რომელიც უფრო ლამაზი გახდება, როცა გაიზრდება. მომავალ ბიუჯეტში ძალიან ბევრ რამეს ავსახავთ, მათ შორის შინდისის სკვერის მოწყობასაც“, - განმარტა თავზარაშვილმა.


ბექა ქორჩილავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სოფელ შინდისში 2008 წელს დაღუპულ გმირთა სახელობის პარკის მოსაწყობად გორის მუნიციპალიტეტის მერმა უარი განაცხადა.

Read 761 times Last modified on Last modified on ივლისი 05 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი