Print this page

დევნილი: პოლიცია ჩემ შვილიშვილებს სახლში არ უშვებს

ივლისი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დევნილ ქეთევან ღამბაშიძის ოჯახს, რომელიც ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსებშია შეჭრილი, ასახლებენ. ეს ინფორმაცია რადიო ,,მოზაიკას” თავად ღამბაშიძეებმა დაუდასტურეს.

ქეთევან ღამბაშიძის განცხადებით, მისი რძალი და მცირეწლოვანი შვილიშვილები ბინასთან დაკავშირებული საკითხების გასარკვევად, პოლიციაში იმყოფებოდნენ, უკან დაბრუნებულები კი დავის პოლიციამ სახლში აღარ შეუშვა.

,,მე სახლში არ ვარ, ახლა დამირეკა ჩემმა რძალმა და მითხრა რაც ხდება. ერთ საათში მივალ ალბათ და გავერკვევი სიტუაციაში. მხოლოდ ის ვიცი, რომ ბავშვები კართან სხედან და სახლში პოლიცია არ უშვებს“, - გვითხრა ქეთევან ღამბაშიძემ.

რადიო ,,მოზაიკა“ ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარე ახლადაშენებულ კორპუსში თვითნებურად შეჭრილ ოჯახზე მასალა, ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით, რამდენიმე დღის წინ მოამზადა. მასალაში ორგანიზაცია განმარტავდა, რომ  ღამბაშიძის ოჯახი სოფელ შაუმიანში, ყოფილ სამხედრო ბაზის შენობაში, ყოველგვარ პირობას მოკლებული ცხოვრობდა; იმ ადამიანების სიაში კი, ვისაც სუბარის უწყება საცხოვრებელი ფართით აკმაყოფილებდა, ვერ მოხვდა.

ქეთევან ღამბაშიძის წინააღმდეგ დევნილთა სამინისტრომ სამართლებრივი დავა დაიწყო.

Read 685 times Last modified on Last modified on ივლისი 05 2018