თავზარაშვილი: ნაკადის მომწესრიგებელი და მდივანი მჭირდება, მრჩეველი საერთოდ არ მყავს

ივლისი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

„ნაკადის მომწესრიგებელს ძალიან დაბალი ხელფასი აქვს, დაახლოებით 500-600 ლარამდე“, - ასე გამოეხმაურა გორის მერი იმ ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც, მერია შტატების ხელოვნურად გაზრდაში და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულეს.

ოპოზიციის განცხადებით, გორის მერს ნაკადის მომწესრიგებელი, მრჩეველი და მოადგილეები ჰყავს. ამდენი თანამშრომელი კი მას არ სჭირდება. 

კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ ნაკადის მომწესრიგებელი მერიაში მისულ მოქალაქეებს კონკრეტულ მიმართულებას აძლევს:

„ნაკადის მომწესრიგებელი ქალბატონი ზის პირველ სართულზე და მიმართულებას აძლევს, საით წავიდნენ ის ადამიანები, ვინც ამა თუ იმ საკითხზეა მოსული. მდივანი ზის ჩემთან და მას სულ სხვა საქმე ავალია, დოკუმენტებთან აქვს საქმე, უცხო ენების სპეციალისტია და როცა უცხოელი სტუმრები მოდიან ჩემთან, თარჯიმნად ვიყენებ“, - ამბობს თავზარაშვილი.

 

Read 2502 times Last modified on Last modified on ივლისი 05 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი