Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 05 ივლისი 2018 16:08

კონსტანტინე თავზარაშვილი: კედლებს ვახშობთ, რომ გარეთ ხმა არ გავიდეს

Rate this item
(0 votes)

„ეს არ არის რემონტი, მხოლოდ ერთ კედელზე მოხდა ხმის ჩამხშობი მასალის გაკეთება“, - ასე გამოეხმაურა გორის მერი ბრალდებებს. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ კონსტანტინე თავზარაშვილი კაბინეტში ბიუჯეტის ხარჯებით რემონტს აკეთებს.

„ერთ კედელზე გაკეთდა ხმის ჩამხშობი, როგორც იცით თანამედროვე შენობებში ტიხრები კეთდება "გიფსოკარდონით", ამ "გიფსოკარდონებში" უნდა იყოს ჩადებული ხმის დამხშობი, თავიდანვე ეს არ იყო გაკეთებული, ხშირად შემოსულა მდივანი და უთქვამს, რომ ცოტა ხმადაბლა მესაუბრა. როცა ხალხი მყავს მიღებაზე და ვსაუბრობ, გინდა აქ გისაუბრია, გინდა გარეთ, ყველაფერი ისმის", - ამბობს კონსტანტინე თავზარაშვილი.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალ შენობაში სველი წერტილების მოწესრიგებისა და მერის სამუშაო კაბინეტში სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანი შპს „მოურავი“ აწარმოებს, რისთვისაც 10 ათას ლარია გამოყოფილი.

Read 1451 times Last modified on პარასკევი, 06 ივლისი 2018 00:15