გორის მერია: კასკადური შადრევანი ერთ კვირაში ამუშავდება

ივლისი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სტალინის სკვერში კასკადური შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

კერძოდ, იცვლება წყლის დაზიანებული მილები. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს.

"მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მილი იყო დაზიანებული, ამიტომ დაიწყეს მისი გამოცვლა, ერთ კვირაში დასრულდება და ჩაირთვება“, - განმარტა მერიის პრესსამსახურმა.

რადიო „მოზაიკამ“ სტალინის სკვერში არსებული შადრევნის შესახებ მასალა გასული თვის ბოლოს მოამზადა. მაშინ კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გივი კობახიძემ აღნიშნა, რომ შადრევანი რამდენიმე დღეში ჩაირთვებოდა. მერიამ კი 28 ივნისს საჯარო ინფორმაციით გვაცნობა, რომ შადრევნის გამართულობას ამოწმებდნენ და მომდევნო კვირის დღეებში ამუშავდებოდა.

Read 1463 times Last modified on Last modified on ივლისი 05 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი