Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 06 ივლისი 2018 11:37

"დილა" თბილისში განადგურდა

Rate this item
(0 votes)

ეროვნული ლიგის მეორე წრის ბოლო შეხვედრაში გორის "დილა" თბილისის "დინამოს" შეხვდა.

თბილისელები მთელი თამაშის განმავლობაში სრულ უპირატესობას ფლობდნენ. "დილას" რბევა მე -15 წუთზე კიტეიშვილმა დაიწყო. 22 წუთზე თოთაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა. 26-ე და 39-ე წუთებზე ზივზივაძემ და კიტეიშვილმა თითო გოლი კიდევ გაუტანეს გორელებს და "დინამომ" პირველი ტაიმი 4-0 მოიგო. 

მატჩის მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე ზივზივაძემ დუბლი გაიფორმა. საბოლოოდ, "დინამომ" "დილა" ანგარიშით 5-0 გაანადგურა.

Read 1281 times Last modified on პარასკევი, 06 ივლისი 2018 13:42