გორის მერი: ოჯახში დამხმარე ქალი არ გვჭირდება

ივლისი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

„ოჯახში დამხმარე ქალი არ გვყავს. მე და ჩემი მეუღლე ვართ მარტო და არ გვჭირდება“, -ეს განცხადება გორის მერმა რადიო „მოზაიკასთან“ საუბრისას გააკეთა.

კონსტანტინე თავზარაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მერიის ერთ-ერთი დამლაგებელი მის საცხოვრებელ სახლსაც ალაგებს, არ ადასტურებს. 


„საერთოდ არ გვყავს ოჯახში დამხმარე ქალი, არ ვიცი საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია. მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ და სხვა არავინ გვჭირდება", - ამბობს გორის მერი.


თავზარაშვილის თქმით, გორის მერიას 10 -მდე დამლაგებელი ხელშეკრულებით ჰყავს აყვანილი, როგორც თავად აცხადებს, ორჯერ ჩავარდნილი ტენდერის შემდეგ დამლაგებლების ხელშეკრულებით მიღება გადაწყვიტეს

Read 1312 times Last modified on Last modified on ივლისი 06 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი