Back to Top
პარასკევი, 06 ივლისი 2018 13:46

გატაცებულ პაატა არაქელოვს ორთვიანი პატიმრობა ემუქრება

Rate this item
(0 votes)

სოფელ ახრისში მერის წარმომადგენლის, ტარიელ ვათიაშვილის ინფორმაციით, ამავე სოფლის მკვიდრი პაატა არაქელოვი რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა უკვე მესამედ დააკავეს. 


„დედამისს დაურეკეს ცხინვალიდან, ოსია ეს ქალბატონი და იქ ნათესავები ჰყავთ. უკვე მესამედ დაიჭირეს, ამ დროისთვის რაც ვიცით, ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ“, - ამბობს ვათიაშვილი


პირს, ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავების შემთხვევაში, პირველად 1000, განმეორების შემთხვევაში 5000 რუბლის გადახდა უწევთ, მესამე შემთხვევა კი პატიმრობით ისჯება.


პაატა არაქელოვი რუსმა ოკუპანტებმა გუშინ საღამოს დააკავეს.

Read 1396 times Last modified on პარასკევი, 06 ივლისი 2018 13:52