Back to Top
პარასკევი, 06 ივლისი 2018 16:45

აბიტურიენტებმა ზოგადი უნარების ჩაბარება დაიწყეს

Rate this item
(0 votes)

ერთიან ეროვნულ გამოცდებს დღეს აბიტურიენტები ზოგად უნარებში აბარებენ.

გორის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დღევანდელი საგამოცდო დღე ორი სესიისგან შედგებოდა. პირველი ნაკადის 539 აბიტურიენტიდან 11 არ გამოცხადდა. მეორე სესია დღის ორ საათზე დაიწყო და 540 აბიტურიენტის ნაცვლად 9-ით ნაკლებმა გაიარა რეგისტრაცია.

"გამოცდების მე-4 დღემ მშვიდად, დარღვევების გარეშე ჩაიარა. დღეს, ჯამში 20 აპლიკანტით ნაკლებმა ჩააბარა გამოცდა. არ ყოფილა დაგვიანების ფაქტი არცერთ სესიაზე. სექტორებში ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ აბიტურიენტმა მშვიდად იმუშაოს", - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა.

Read 1277 times Last modified on პარასკევი, 06 ივლისი 2018 16:50