რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ახალუბნის მკვიდრი დააკავეს
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კიდევ ერთი ახალგაზრდა დააკავეს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბში მცხოვრები 24 წლის გიორგი ქუჯოშვილი სოფლის განაპირას რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს და არცევის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. ქუჯოშვილს ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდებას უყენებენ. არცევიდან მას ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანენ.
6 ივლისს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ეს საქართველოს მოქალაქის დაკავების უკვე მეორე შემთხვევაა.