ფიქრია მარუაშვილი: ქართულ საფლავებს ოსები პატრონობენ

ივლისი 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ცხინვალიდან დევნილის, ფიქრია მარუაშვილის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ მიცვალებულთა საფლავებს ცხინვალში მცხოვრები ოსური მოსახლეობა პატრონობს.

მისი განმარტებით, 10 წლის განმავლობაში ქართულ სოფლებში მცხოვრებთა ახლობლებისა და წინაპრების საფლავები მიტოვებული არ არის და მათ ცხინვალელები უვლიან. ამის შესახებ ფიქრია მარუაშვილმა ნინო ჩიბჩიურის საავტორო გადაცემაში ,,კავშირგაბმულობა" ისაუბრა.

"მე მყავს ნათესავები, ახლობლები ცხინვალში. ქალაქში სადაც ბავშვობა გავატარე. მათთან დღემდე ვკონტაქტობ. მოსახლეობის ახლობლები განისვენებენ, ცხინვალელი ოსები პერიოდულად მიდიან და უვლიან, ასუფთავებენ. ისინი შეიძლება მათი ნათესავებიც იყვნენ, თუმცა ყოველ შემთხვევაში, საფლავები 2008 წლის ომის შემდეგ განადგურებული არ არის და მათი კვალი არ წაშლილა, რასაც დევნილი მოსახლეობა შიშობდა. მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი ფოტოები, რომელიც სოციალურ ქსელში გამომიგზავნეს, როგორ არის დასუფთავებული და მოვლილი ქართული საფლავები ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - აცხადებს ფიქრია მარუაშვილი.

Read 2467 times Last modified on Last modified on ივლისი 07 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი