ანატოლი ბიბილოვი: ლათინურ ამერიკაში აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას

ივლისი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, სამხრეთ ოსეთი ლათინურ ამერიკაში თავისი პოზიციების წინ წაწევაში წარმატების მიღწევას გეგმავს.


ამის შესახებ ანატოლი ბიბილოვმა ბრაზილიაში დე ფაქტო საგარეო უწყების წარმომადგენელ ანდრეი თიბილოვთან შეხვედრისას განაცხადა.

„გადადგმული ნაბიჯები და დასახული მიზნები საბოლოოდ კარგ შედეგებს მოგვცემს. ლათინურ ამერიკაში მუშაობის ფრონტი დიდია. მკაფიოდ უნდა გავყვეთ არსებულ საგარეო პოლიტიკის კურსს. დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, ბრაზილიაში დე ფაქტო საგარეო უწყების წარმომადგენელმა ანდრეი თიბილოვმა აღნიშნა, რომ „ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ლათინურ ამერიკაში უფრო მეტი გაიგონ სამხრეთ ოსეთზე“.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილია არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას და "სამხრეთ ოსეთის" წარმომადგენლობას ბრაზილიაში ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია.

Read 783 times Last modified on Last modified on ივლისი 09 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი