Print this page

ბაგა - ბაღის აღმზრდელები სავალდებულო ტრენინგებს გაივლიან

ივლისი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, ადრეული და სკოლამდელი აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული დამტკიცდა.

ბრძანება ითვალისწინებს აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებას.

ტრენინგ-მოდული შედგება 33 სესიისგან, თითოეული სესიის ხანგრძლივობა 2 საათია.

ტრენინგ-მოდული შეფასდება100-ქულიანი სისტემით. წარმატებით გასავლელად მონაწილემ მინიმუმ 60 ქულა უნდა დააგროვოს, გარდა ამისა უნდა დაესწროს ტრენინგ-მოდულის 80%-ს. ამის შემდეგ აღმზრდელს სერტიფიკატი გადაეცემა.

ტრენინგ-მოდულის გავლა, საქართველოს მასშტაბით, 600-მდე აღმზრდელს მოუწევს

Read 976 times Last modified on Last modified on ივლისი 09 2018