ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. არმიაში გაწვევა დაიწყეს

ივლისი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებულ ძალებში წვევამდელების მიღება დაიწყეს.

"18- დან 27 - წლამდე ახალგაზრდები შეუერთდებიან სამხრეთ ოსეთის ნაციონალურ არმიას. პირველ ეტაპზე, ისინი გაივლიან სამედიცინო შემოწმებას. თუ რომელიმე წვევამდელი ვერ გაივლის შემოწმებას, ისინი სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლდებიან", - აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში.

კომისიის გავლის შემდეგ, წვევამდელები, ერთი თვის განმავლობაში, გაივლიან სწავლებებს ახალგაზრდა მებრძოლთა კურსის ფარგლებში. სერჟანტები და ოფიცრები კი მათ ადაპტაციაში დაეხმარებიან. როგორც ე.წ. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, წვევამდელები თავდაპირველად ისწავლიან შეიარაღების გარეშე გადაადგილებას.

"რაც შეეხება საცეცხლე მომზადებას, ისინი აითვისებენ ცეცხლსასროლ იარაღს და ივარჯიშებენ მოძრავი და უძრავი სამიზნეების დაზიანებაში. სროლები იქნება სხვადასხვა პოზიციებიდან. ასევე, ყურადღება მიექცევა ფიზიკურ მომზადებას", - აღნიშნულია დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

Read 530 times Last modified on Last modified on ივლისი 09 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი