საბავშვო თეატრალურ სტუდიაში ,,სიკო და ნიკო“ სწავლა სექტემბრიდან დაიწყება

ივლისი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საბავშვო თეატრალურ სტუდიაში ,,სიკო და ნიკო“ სწავლა სექტემბრიდან დაიწყება - ამ საკითხზე სტუდიის დამფუძნებლებმა რადიო "მოზაიკას" ყოველკვირეულ გადაცემაში "საუბრები" ისაუბრეს. 

როგოც სტუდიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სოფო ნარიაშვილმა აღნიშნა, სტუდიაში სწავლა სექტემბრიდან დაიწყება და მოსწავლეებს გასაუბრებით მიიღებენ.

,,სოფლად მცხოვრები ბავშვები მოკლებულნი არიან კულტურულ ცხოვრებას, ბევრისთვის ქალაქში ჩამოსვლა და ღონისძიებებზე, თუნდაც თეატრში სპექტაკლზე დასწრებაც პრობლემაა. ჩვენ ვნახეთ 13-14 წლის ბავშვები, რომლებსაც მხოლოდ სამი გოჭის ზღაპარი აქვთ ნანახი, იმიტომ რომ სოფელში მეტი კულტურული აქტივობა არაა. სწორედ აქედან წამოვიდა ჩემი და მაკას (წკრიალაშვილი) იდეაც, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვისთვის მიგვენიჭებინა ბედნიერება“, - თქვა სოფო ნარიაშვილმა.

დამფუძნებლები ამბობენ, რომ სტუდიაში არ იქნება ტიპიური სწავლება და ისინი ბავშვებს მათზე ორგებული პროგრამას შესთავაზებენ. სასწავლო პროცესში პედაგოგებთან ერთად, ფსიქოლოგები და რეჟისორები ჩაერთვებიან.

მათივე თქმით, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი სენის - ბავშვების კომპიუტერთან მიჯაჭვულობის - დაძლევასაც შეეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ "საუბრები" არის ყოველკვირეული გადაცემა, რომელიც რადიო "მოზაიკას" პირდაპირ ეთერში (FM 97.8) ყოველ კვირას, 20:00 საათზე გადის. 

 

Read 726 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი