შინდისში 17 დაღუპული გმირის ქანდაკება ჯერ არ დადგმულა

ივლისი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, გორის რაიონის სოფელ შინდისთან 17 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის ადგილას, მათი მემორიალური სკულპტურების დადგმას მერის წარმომადგენელი არ ადასტურებს.

ალექსი მთვარაძე ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს “შინდისის გმირების” მემორიალის გვერდით, უკვე გაჩნდა პირველი გმირის ბრინჯაოს ქანდაკება, არასწორია. მისი განმარტებით, მხოლოდ ადგილია სკულპტურისთვის გამზადებული, ქანდაკება კი შინდისში ჯერ არ ჩაუტანიათ.

"ვფიქრობ ომიდან 10 წლის მერე მაინც მოესწრება ამ ქანდაკების დადგმა. ოთხი წელია მერის წარმომადგენელი ვარ ამ სოფელში, ყოველ წელს იძახიან მალე ჩამოვიტანთო, მაგრამ ამ დრომდე აქ ჯერ არაფერი დადგმულა", - ამბობს მერის წარმომადგენელი. 

შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირი ქართველი სამხედროების მემორიალის მშენებლობის გაგრძელება თავდაცვის სამინისტრომ მიმდინარე წლის თებერვალში დააანონსა. ამისთვის უწყებამ ასი ათასი ლარი გამოყო.

პროექტის “შინდისის გმირები” ავტორი რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ მინაშვილია. სკულპტურაზე კი მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძე მუშაობს. ედმონდ მინაშვილის ინფორმაციით, ბრინჯაოს 20 ტონიანი ჩვიდმეტი ქანდაკების ჩამოსხმის დასრულება დაახლოებით 6 თვეშია დაგეგმილი.

პროექტის მიხედვით, 2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გმირულად დაღუპული, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად შინდისში 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია შეიქმნება.

პროექტის “შინდისის გმირები”, ბოლო ეტაპი აგვისტოს ომის საბრძოლო მუზეუმის მოწყობაა.

პროექტის ავტორის ინფორმაციით, უკვე დასრულებულია მხატვრულ ფილმ “შინდისის გმირებზე” მუშაობა და მას საზოგადოება უახლოეს მომავალში იხილავს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, 2008 წლის 11 აგვისტოს სენაკის მეორე ბრიგადის ოცეულის და რუსეთის 53-ე არმიის შეტაკებისას, 17 ახალგაზრდა ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.

Read 1408 times Last modified on Last modified on ივლისი 09 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი