Back to Top
ოთხშაბათი, 10 იანვარი 2018 15:42

სოფელ ხვითში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა

Rate this item
(0 votes)

წუხანდელმა ძლიერმა ქარმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვითში ხუთსულიანი ოჯახი დააზარალა. კურდღელაშვილები რადიო "მოზაიკასთან" საუბარში ამბობენ, რომ მათ საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი 9 იანვარს 23:00 საათისთვის ახადა.

 "სახურავი შესაცვლელი არ ყოფილა. ახლახანს გამოვცვალეთ. ასეთი ამინდი სხვა დროსაც ყოფილა, თუმცა მსგავსი ზარალი არ მიგვიღია. ვითხოვთ დახმარებას და სახურავის გადახურვას", -  გვითხრა დათო კურდღელაშვილმა. 

დაზარალებულების ოჯახში ამ წუთებში გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები იმყოფებიან.  ვიცე-მერის თქმით, შექმნილია კომისია, რომელიც შეისწავლის სტიქიის შედეგებს და გადაწყვეტილებას დახმარების თაობაზე, ამის საფუძველზე მიიღებს. 

"ჩვენ ყველგან ვამოწმეებთ ვითარებას, გუშნდელი ღამის შემდეგ. ჯერჯერობით, ყველაზე მძიმე სიტუაცია ნიქოზის თემში და ტინისხიდის ხიდის ქვეშ ფიქსირდება", - გვითხრა გელა კაპანაძემ. 

მისი თქმით, შეიძლება ითქვას, რომ  გორის მუნიციპალიტეტის მერია მზად არის სტიქიურ შემთხვევებთან გასამკლავებლად. 

Read 1776 times