გორის ვიცე - მერი: მერიამ ყველა მედიასაშუალებასთან თანაბრად უნდა ითანამშრომლოს 

ივლისი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის ვიცე-მერს მიაჩნია, რომ მომსახურების ხელშეკრულება, ყველა საინფორმაციო საშუალებასთან ერთნაირად უნდა გაფორმდეს.

გელა კაპანაძის აზრით, თანხის გადამხდელი მომსახურებას საკუთარი სურვილის მიხედვით ყიდულობს.

ამავე თემაზე: ეკატერინე სუხიშვილი: მერიის პიარის საკითხი მე არ მეხება 


“ნამდვილად არ ვიცი, რატომ გაკეთდა არჩევანი ტელეკომპანია "დია -"ზე, ეს თავად ა(ა)იპ - ის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა. ჩემი, როგორც ჟურნალისტის შეფასება, ასეთია, რომ სასურველია ყველა მედიასაშუალებასთან და ყველა საინფორმაციო საშუალებასთან ერთნაირად იყოს მომსახურების ხელშეკრულება დადებული. მომსახურების კონკრეტულ სერვისზე ან იმ პუნქტზე, რომელზეც სურს მიაღწიოს ამა თუ იმ ინსტიტუციამ იმ საინფორმაციო სააგენტოსთან, ტელეკომპანიასთან თუ სხვასთან, მაგრამ გააჩნია - ეს თავისი არჩევანია რამდენად სჭირდება და როგორ სჭირდება“, - განაცხადა გორის ვიცე-მერმა გელა კაპანაძემ.


Read 872 times Last modified on Last modified on ივლისი 09 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი