საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 20 ივლისს დაიწყება

ივლისი 10 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის ბაგა – ბაღებში 2018–2019 სასწავლო – სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 20 ივლისს დაიწყება.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში აცხადებენ, რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:

1) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
2) ორი ფოტოსურათი (¾); 
3) მშობლების (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლები;
4) ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა;
5) სოციალურად დაუცველის ან დევნილის მოწმობა (თუ განეკუთვნება აღნიშნულ კატეგორიას);
6) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა №100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია;

რეგისტრაცია იწარმოებს მისამართზე: სტალინის გამზ. N16 (გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო). რეგისტრაციის პროცესი 31 აგვისტოს დასრულდება

Read 557 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი