გორის გოგონათა გუნდის ხელმძღვანელი: 5000 ლარს რაში გამოვიყენებთ, ჯერ არ ვიცით

ივლისი 10 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მომღერალ გოგონათა გუნდი მუსიკალურ პროექტ X factor - ში კომპანია „ნაბეღლავის“ რჩეული გახდა და 5000 ლარი გადაეცა.

გუნდის ხელმძღვანელის, ნინო წიკლაურის თქმით, გუნდში ჯერ არ გადაუწყვეტიათ, რაში გამოიყენებენ ამ თანხას.

"ჯერ მაგაზე არ გვიფიქრია, რაში გამოვიყენებთ მაგ თანხას. არც გვქონია მაგის დრო. თუმცა, გუნდი ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას. ბავშვები ძალიან გულდაწყვეტილები იყვნენ, მთელი საღამო მათ დამშვიდებას ვუნდებოდი. სამწუხაროდ, პროექტის გამარჯვებულები ვერ გავხდით, მაგრამ მიმაჩნია, რომ მთავარ შედეგს მივაღწიეთ. სამწუხაროდ, ასეთ კონკურსებში ყოველთვის ფული წყვეტს გამარჯვებულის ვინაობას, ბათუმი ფინანსურად უფრო ძლიერი აღმოჩნდა“, - ამბობს ნინო წიკლაური


გორის გოგონათა გუნდმა x factor-ში ხმების 15.44% მიიღო და მესამე ადგილი დაიკავა.

Read 1306 times Last modified on Last modified on ივლისი 10 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი