Back to Top
სამშაბათი, 10 ივლისი 2018 18:15

იგორ კოჩიევი: არასწორია ინფორმაცია ტატუნაშვილის წამებაზე

Rate this item
(0 votes)

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა დასრულდა.

მხარეებმა ათზე მეტი საკითხი განიხილეს.

ქართულმა მხარემ ტატუნაშვილის ცხედარზე არსებულ იმ დაზიანებებზე ისაუბრა, რომელიც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნაშია ასახული და ტატუნაშვილის წამების ფაქტზე მიუთითებს. გარდა ამისა, ასევე საუბარი იყო ოკუპირებულ ახალგორში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საქმეზე.

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე ასევე დააყენა ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის დევნის საკითხი.

რაც შეეხება ოსურ მხარეს, ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი იგორ კოჩიევი მიიჩნევს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ქართულ მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზებს ვერ ავლენს და წამებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არასწორია. თამარ მეარაყიშვილთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ მას გადაადგილების პრობლემა არ აქვს და არავინ დევნის.

Read 1015 times