Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018 10:23

ცხინვალიდან დევნილი: ემიგრაციაში რომ გარბიან, იმ საქართველოს ვთავაზობთ ოსებს?

Rate this item
(0 votes)

ცხინვალიდან დევნილი ფიქრია მარუაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულება უნდა შეცვალოს.

მარუაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოში თუ ეკონომიკა არ გაძლიერდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის ის მიმზიდველი ვერ იქნება.

,,რატომ უნდა მოუნდეთ ჩვენთან ცხოვრება, როდესაც იქ უფრო მაღალი პენსიაა, სამუშაო ადგილების პოვნა რუსეთში მიღებული უმაღლესი განათლებით უფრო მარტივია. ჩვენ ერთეულებზე არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი - ვინც ცხინალიდან ვერ გადის. ხელისუფლებამ ისეთი პროგრამა უნდა შეიმუშაოს, რითიც უფრო მიმზიდველს გახდის ჩვენ ქვეყანას.

"ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის" რომ გამოაცხადეს, ეს ვერ იმუშავებს. იმიტომ, რომ ცხინვალშიც უყურებენ რა ხდება ჩვენთან. როგორ გადიან ქვეყნიდან მოქალაქეები იმის გამო, რომ ადგილზე სამუშაო ვერ ნახეს. მაშინ, როდესაც ემიგრანტების სტატისტიკა ყოველ წელს იზრდება, ძნელია ოკუპირებულ მხარეს დარჩენილებს თანაცხოვრება შესთავაზო", - აცხადებს ფიქრია მარუაშვილი.

Read 1551 times Last modified on ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018 12:07