გორის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის მიმართვას პასუხობს

იანვარი 10 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის მიმართვას პასუხობს. მერიის განცხადებას რადიო "მოზაიკა" უცვლელად გთავაზობთ.  

"გორის მუნიციპალიტეტის მერია პრობლემის გაჟღერებისთანავე ჩაერთო და მოსახლეობის ინტერესების დასაცავად რამოდენიმეჯერ შეხვდა „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებს. მას შემდეგ, რაც კონსტანტინე თავზარაშვილი მოსახლეობას შეხვდა და მათგან მოისმინა კონკრეტული კითხვები, კომპანიასთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დაისვა ყველა ის კითხვა, რაც მოსახლეობას აინტერესებდა. გორის მერია გარდა კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზისა“ კონსულტაციებს მართავს ორგანიზაციებთან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები საკითხის შესწავლის პროცესში.

პირველი რაც უკვე გადაწყვეტილია, არის ის, რომ  მოქალაქეებს სმს -ით გაეგზავნებათ როგორც მიმდინარე, ასევე წინა თვის ჩვენება და ჩვენების ამოწერის თარიღი. ეს მოსახლეობის ერთ - ერთი მოთხოვნა იყო.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, მიუხედავად პრობლემის მასშტაბურობისა, გახარჯული ბუნებრივი აირის ღირებულების გადახდა გადაუვადდება მხოლოდ იმ აბონენტებს, რომლებმაც განცხადებები დაწერეს. უფრო კონკრეტულად გეტყვით, რომ ენერგოომბუდსმენი ამ სიას მიაწვდის კომპანიას.  

რაც შეეხება 35 ლარს, იმ ადამიანების მრიცხველები, ვინც განცხადება დაწერა, არ გაიგზავნება ექსპერტიზაზე.   

იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეს სურვილი აქვს დაგადაწყვიტავსრომ მისი მრიცხველი გაიგზავნოს ექსპერტიზაზეამის შესახებ  პირადად უნდა მიმართოს კომპანიას და მხოლოდ  ამ მიმართვის საფუძველზე მოხდება მრიცხველის ექსპერტიზაზე გაგზავნა. ასეთ შემთხვევაში, თუ გამტყუნდა მოქალაქე და მრიცხველი სწორად მუშაობს, ახალი მრიცხველის და ექსპერტიზის საფასურსაც იხდის მოქალაქე, თუ გამტყუნდა კომპანია, ორივე ხარჯს გადაიხდის კომპანია. მერიის ოფიციალურ facebook - ზე გუშინვე დაიდო ინფორმაცია ამის შესახებ და შესაბამისად მოსახლეობა იყო ინფორმირებული, თუმცა, განმარტება კიდევ ერთხელ გახდა საჭირო.

მე კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო, რომ მერია დაინტერესებულია, მოსახლეობის კითხვებს გაეცეს პასუხები და ამისთვის აქტიურადაა ჩართული პროცესებში.

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი

ნათია მდინარიძე". 

შეგახსენებთ, რომ გორის მოსახლეობის ნაწილმა მუნიციპალიტეტის მერის სახელზე დღეს მიმართვა გაავრცელა. მიმართვის ტექტი იხილეთ ბმულზე:  http://radiomosaic.ge/index.php/news/item/165-2018-01-10-09-47-55 

Read 1866 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი