დოკუმენტების გამოქვეყნებაში მუნიციპალიტეტმა 8 თვეში 15 391 ლარი გადაიხადა

ივლისი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2017 წლის არჩევნების შემდეგ გორის მუნიციპალიტეტმა, ამ დრომდე საკანონმდებლო მაცნეზე დოკუმენტების განსათავსებლად 15 391 ლარი დახარჯა.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 660 ლარი 2017 წლის 14 ნოემბრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე 238 გვერდის ატვირთვისთვისაა გადარიცხული. 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე კი, გამოქვეყნებულია 663 გვერდი, რისთვისაც მუნიციპალიტეტმა 11 731 ლარი გადაიხადა. 


საკანონმდებლო მაცნესთან გორის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ნორმატიული აქტების ელექტრონული ვერსიის გამოქვეყნებისთვის დაწესებულია შემდეგი საფასური:


- ერთი გვერდიდან 10 გვერდის ჩათვლით – თითოეული გვერდის გამოქვეყნებისთვის 20 (ოცი) ლარი;
- 11 გვერდიდან 50 გვერდის ჩათვლით – თითოეული გვერდის გამოქვეყნებისთვის 15 (თხუთმეტი) ლარი;
- 50 გვერდზე მეტი – თითოეული გვერდის გამოქვეყნებისთვის 10 (ათი) ლარი.


"გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების სიმრავლე გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, მუნიციპალიტეტების საკრებულოებს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან 6 თვის ვადაში უნდა მოეხდინათ ნორმატიული აქტების კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც გულისხმობს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე არსებული გორისა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტების მიერ მიღებული აქტების ძალადაკარგულად გამოცხადებას და გორის მუნიციპალიტეტის მიერ მათ ხელახლა გამოცემას", - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსგან მიღებულ დოკუმენტში.


ატვირთული დოკუმენტების შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ოპოზიცია. ,,ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, საკრებულოს უმრავლესობა საკითხს ისე ამტკიცებს, რომ მის შინაარსობრივ მხარეს არ ეცნობა. ოპოზიცია ირწმუნება, რომ matsne.gov.ge ზე ერთი და იგივე დოკუმენტების ატვირთვა სახეშეცვლილი ვერსიით, ადგილობრივ თვითმმართველობას სწორედ აღნიშნული მიზეზით უწევს, რისთვისაც 8 თვეში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 ათას ლარზე მეტია დახარჯული.

Read 1007 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი