ნანა ტერმაკოზაშვილი: დირექტორს ყველა მასწავლებლის გაფრთხილება ვთხოვე

ივლისი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"თუ მოსწავლე ოფიციალურ განცხადებას შემოიტანს, მე შემეძლება საქმის კურსში ჩავაყენო აუდიტის სამსახური“, - ეს განცხადება გორის რესურსცენტრის დირექტორმა რადიო „მოზაიკასთან“ გააკეთა.

ნანა ტერმაკოზაშვილი ფხვენისის სკოლაში ერთ-ერთი მოსწავლის მიერ ბულინგის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა: 


"მე შემიძლია დავინტერესდე და დირექტორს ვთხოვო, გაარკვიოს რომელ მასწავლებელზეა საუბარი, მაგრამ ოფიციალური რეაგირება ასეთ შემთხვევაში არ შემიძლია, რადგან ამისთვის უნდა მქონდეს მოსწავლის განცხადება. მე უკვე დავუკავშირდი ფხვენისის სკოლის დირექტორს და ვთხოვე, პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საკითხი და ყველა პედაგოგს მისცეს გაფრთხილება. ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს მოსწავლე სწორს ამბობს“, - გვითხრა ნანა ტერმაკოზაშვილმა 


შეგახსნებთ, რომ რადიო „მოზაიკას“ ფხვენისის საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე ესაუბრა, რომელიც მასწავლებელს მის მიმართ დისკრიმინაციულ ქმედებაში ადანაშაულებს.

Read 1314 times Last modified on Last modified on ივლისი 11 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი