Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018 15:53

"ქართლოსი" ფხვენისის სკოლის მოსწავლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

Rate this item
(0 votes)

ორგანიზაცია "ქართლოსის" ხელმძღვანელი ფხვენისის საჯარო სკოლაში ერთ-ერთი მოსწავლის მიერ ბულინგის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მეგი ბიბილური განმარტავს, რომ თანასწორობის დაცვისა და ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით, აღნიშნულ სკოლასთან მისი ორგანიზაცია წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს. ბიბილურის თქმით, დირექცია პედაგოგებთან ერთად ასეთ საკითხებზე სენსიტიური დამოკიდებულებით გამოირჩევა. 


"ჩვენი ორგანიზაცია წლებია თანამშრომლობს ფხვენისის საჯარო სკოლასთან და არაერთი საინტერესო პროექტი გვაქვს ერთად განხორციელებული. არ შეიძლება, არ გამოვეხმაურო მოსწავლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დისკრიმინაციის შესახებ. ის ფაქტი, რომ ზოგადად განათლების სისტემაში ბულინგის მიმართულებით სერიოზული სამუშაოა, ყველა ვთანხმდებით.

რაც შეეხება კონკრეტულად სკოლის გამოყოფას, რა დროსაც ტრენინგის დროს ზოგადი მაგალითები იყო მოყვანილი, ვემიჯნები და პირიქით უნდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული სკოლა განსაკუთრებული სენსიტიურობით გამოირჩევა არა მხოლოდ ბავშვებთან, არამედ სკოლის დირექციასთან და მშობლებთან მუშაობისას. ჩვენი საერთო საქმე და ინტერესია, რომ აღნიშნული პრობლემების მოგვარების მიზნით კომპლექსურად ვიმუშაოთ. რაც შეეხება აღნიშნულ პროექტს, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი ორგანიზაცია ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გააგრძელებს", - ამბობს "ქართლოსის" ხელმძღვანელი მეგი ბიბილური.

Read 1629 times Last modified on ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018 17:03