გორის სასპორტო სკოლაში მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე საუბრობენ

ივლისი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს 2018 წლის ბიუჯეტი 1 მილიონ  714 000 ლარია.

გაერთიანების ხელმძღვანელი, გიორგი პურიჭამიაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული თანხა, ძირითადად, ადმინისტრაციულ ხარჯებს, სამწვრთნელო მომზადებებს, გასვლითი ღონისძიების ტრანსპორტირებასა და მოზარდების ქალაქგარეთ კვებაში იხარჯება.

სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა სპორტულ მიმართულებას სააგენტო აფინანსებს.

"ერთი შეხედვით, დიდი თანხაა, მაგრამ დამერწმუნეთ, გაერთიანებულ  მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით, ეს ციფრი არც თუ ისე დიდია. ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია. გასარემონტებელია დარბაზები. წლებია, აქ არაფერი გაკეთებულა და რეაბილიტაცია უნდა ჩატარდეს. ბავშვები გასვლით ღონისძიებებზე ხშირად დადიან, რასაც სააგენტო აფინანსებს. დაწყებული ტრანსპორტირების და დასრულებული კვების ხარჯით. ჩვენ ძალას არ ვიშურებთ სპორტული და ჯანმრთელი თაობის აღსაზრდელად", - განაცხადა გიორგი პურიჭამიაშვილმა.

სააგენტოში 2000 -  ზე მეტი მოზარდია დარეგისტრირებული. გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სასპორტო სკოლის გარდა, გურამ პაპიტაშვილისა და ნუგზარ სხირელის სახელობის თავისუფალი სტილით ჭიდაობისა და ძიუდოს სკოლები,  ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სკოლა, ექსტრემალური სპორტის განვითარების ცენტრი და სხვა სპორტული დაწესებულებები (გარდა ფეხბურთის) ერთიანდება.

Read 653 times Last modified on Last modified on ივლისი 11 2018
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი