ბარიერი მოსახლეობისთვის - ახალი ე.წ. საბაჟო პუნქტი ახალგორში

იანვარი 10 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)


"ათი საშტატო ერთეული უკვე დამატებული და დამტკიცებულია. გასულ წელს დაიწყეს ამ საკითხზე მუშაობა", ახალგორში მცხოვრები ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ვარაუდობს, რომ დე ფაქტო მთავრობის მიერ ახალგორში ე.წ. საბაჟო პუნტის მოწყობა მხოლოდ დროის საკითხია. მეარაყიშვილი აცხადებს, რომ დღეს არსებულ ე.წ. გამშვებ პუნქტზე საშტატო ერთეულები უკვე დამატებულია.

"ადგილობრივი ფერმერები, რომლებსაც ჰყავთ ცხვარი და მსხვილფეხა საქონელი და ზამთრის პერიოდში მიჰყავთ რუსთავში და სხვა ადგილებში გამოსაზამთრებლად, მათ უკან დაბრუნების უფლება უკვე აღარ მიეცემათ. გარკვევით უწერიათ, რომ საქონლის ფარები უკვე აღარ იქნება დაშვებული ამ ტერიტორიაზე შემოსაშვებად".

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა კიდევ ერთი ბარიერის შექმნას ცდილობს. სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ამბობს, რომ ახალგორსა და დანარჩენ საქართველოს მოსახლეობის ისედაც რთულ გადაადგილების შესაძლებლობებს შორის კიდევ უფრო გააუარესებს


"მნიშვნელოვნად გაართულებს გადაადგილებას, რომელიც ისედაც რთულია მოსახლეობისათვის გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. მოსახლეობისათვის იქნება ეს პირველ რიგში ცუდი და დამატებითი ტვირთი. მეორე მხრივ, რაც შეიძლება ითქვას, არსებობს ასეთი სპონტანური სახის ურთიერთობები და ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ დამატებითი ბარიერები შეიქმნას ამ ურთიერთობებისთვის. ჩვენი მხრიდან რაც შეიძლება ითქვას, საქართველოს არანაირი საზღვარი და საბაჟო მაგ ადგილას არ არსებობს."


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საბაჟო პუნქტის მოწყობის შესახებ განცხადება პირველად არ გაუკეთებია. ე.წ. საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელი მურატ ცხოვრებოვი საბაჟო პუნქტის გახსნას გასულ წელსაც აანონსებდა.

Read 1235 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი