სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა ისევ გადაიდო

ივლისი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მიერ სადგურის დასახლებაში, საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ამხანაგობა "აითიემი" გორის მერიის მიერ დისკვალიფიცირებულია. "აითიემი" გორის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში უკონკურენტოდ მონაწილეობდა და საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულებას 430 777 ლარად კისრულობდა. 

"ფასით კი მოვიგეთ, მაგრამ, რომ გადავხედეთ ხარჯთაღრიცხვას აღარ დავადასტურეთ. ძალიან ბევრი პრობლემა და ცდომილება იყო, რის გამოც ტენდერზე ჩვენ თვითონვე ვთქვით უარი“, - აღნიშნა რადიო "მოზაიკასთან" საუბარში ამხანაგობა "აითიემის“ წარმომადგენელმა, ლევან ბიძინაშვილმა.

სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა 2017 წლის ივნისში დაიწყო, თუმცა იმ დროს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას „ინშაათ საქართველო“ გორის მერიამ არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო, ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა. ხელახალი ტენდერი კი გორის მერიამ მიმდინარე წლის 27 ივნისს გამოაცხადა.

Read 828 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი