"გვაიძულებენ, უფასო შვებულებაში გავიდეთ" - კულტურის სააგენტოში თანხების გაფლანგვას ეჭვობენ

ივლისი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რადიო "მოზაიკას" გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს თანამშრომლები დაუკავშირდნენ.

ისინი ამბობენ, რომ ადმინისტრაცია მათ შრომით უფლებებს არღვევს. ერთ-ერთი, ვინც ამ საკითხზე რადიო 'მოზიაკას" ესაუბრა, მიხეილ კოშკაძეა. 

“თქვენ, ჟურნალისტებმა უნდა გაარკვიოთ, რატომ გვთხოვენ უფასო შვებულებით სარგებლობას და ნამდვილად მიითვისა თუ არა ვინმემ ჩვენი კუთვნილი თანხები. ჯერ შიგნით გავარკვევ, რა ხდება და ამის შემდეგ გადავალ იერიშზე. ვაპირებ მერთან შეხვედრას“,- გვითხრა მიხეილ კოშკაძემ, რომელიც აღნიშნულ სააგენტოში მასწავლებლად მუშაობს.

საკითხის გარკვევა სხვა თანამშრომლებსაც სურთ. მათი ნაწილისთვის ადმინისტრაციის მთხოვნა, ერთი თვე უფასო შვებულებაში გაატარონ, მიუღებელია. 

“გვითხრეს, რომ ბიუჯეტი არასწორადაა დაგეგმილი. ეს რას ნიშნავს, ვერ ვიგებ. ერთი ადამიანის მიერ დაშვებული შეცდომის გამო 400 ადამიანი რატომ უნდა დაზარალდეს და რატომ უნდა დავრჩეთ ერთი თვის ხელფასის გარეშე. ნადიბაიძის წასვლაც საეჭვოდ დაემთხვა ამ ყველაფერს“, - განმარტა კოტე წვერავამ.

 მათივე ინფორმაციით, სააგნეტოში 11 ივლისს  საგანგებო თათბირი ჩატარდა, სადაც განუმარტეს, რომ სახელფასო ფონდში თანხა აღარ არის და კრიზისული პერიოდი ერთად უნდა დაძლიონ. თანამშრომლების ნაწილში ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ ფინანსური კრიზისი  სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი ნადიბაიძის თანამდებობიდან წასვლას დაემთხვა.



Read 1077 times Last modified on Last modified on ივლისი 12 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი