თამარ მეარაყიშვილი: თუ ცხინვალში ბოლო ინსტანციაშიც გამამტყუნებს, სტრასბურგს მივმართავ

იანვარი 10 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი არ გამორიცხავს, რომ სტრასბურგის სასამრთლოს მიმართოს. როგორც მეარაყიშვილმა რადიო "მოზაიკას" განუცხადა, მას ბოლო პროცესი დარჩა ცხინვალის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენასი სასამართლოს პრეზიდიუმთან. გამტყუნების შემთხევაში, რომლის ალბათობაც, მისი თქმით, დიდია, ის სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.

დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ მეარაყიშვილს ცილისწამებაში გასული წლის აგვისტოში დასდო ბრალი. მას ჩამოართვეს საბუთები, კომპიუტერული ტექნიკა და პირადი ტელეფონი. ახალგგორელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც გამოცემასთან "ეხო კავკაზ" თანამშრომლობს, რაიონში არსებულ პრობლემურ საკითხებს აშუქებს. დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებს მასთან დაპირისპირება წარსულშიც მრავალჯერ მოსვლიათ

"ორივე ინსტანცია წავაგე. ერთი პროცესი დამრჩა უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმთან. მაქვს უფლება მათგან მოვითხოვო წერილობით, თუ რა ეტაპზეა გამოძიება, თუმცა არ მაძლევენ ამის პასუხს. პარალელურად ამისა, განვიხილავთ სტრასბურგის შესაძლებლობას, რადგან ჩემი უფლებები არამარტო 16 აგვისტოს დაირღვა, არამედ მე არ მომიყვანეს თარჯიმანი, მე არ მომიყვანეს ადვოკატი, არ განიმარტეს რატომ ვიყავი დაპატიმრებული", - აცხადებს მეარაყიშვილი.

Read 1042 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი