გორის მერი: კეთილმოწყობის სააგენტოში პროკურატურა შევიდა

ივლისი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"კეთილმოწყობის სააგენტოში პროკურატურის თანამშრომლები დოკუმენტაციას ეცნობიან", - ეს ინფორმაცია რადიო ,,მოზაიკას" გორის მერმა დაუდასტურა.

კონსტანტინე თავზარაშვილი აცხადებს, რომ საგამოძიებო ორგანოს მხრიდან სააგენტოთი დაინტერესების შესახებ თავად აღნიშნული ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელმა მიაწოდა ინფორმაცია.

"ვადასტურებ, რომ ადმინისტრაციულ შენობაში სხედან პროკურატურის თანამშრომლები და კეთილმოწყობის სააგენტოს საბუთებს ნახულობენ. ჩემთვის გაუგებარია ამის მიზეზი. არც პროკურატურას და არც საფინანსო განყოფილებას არ უცნობებია, თუ რას უკავშირდება ამ შემთხვევაში პროკურატურის გამოჩენა",-აცხადებს გორის მერი. 

მიმდინარე წელს, ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 386 500 ლარით ფინანსდება.

Read 1348 times Last modified on Last modified on ივლისი 12 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი