მიხეილ კოშკაძე: შეიძლება თავად ქვათაძე იყო ნასვამი, ვისზე ამბობს მაგას?
კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებას აღნიშნული ა(ა)იპ - ის თანამშრომლები ეხმაურებიან.
მიხეილ კოშკაძე მიიჩნევს, რომ ქვათაძის მხრიდან თანამშრომლების ამგვარად მოხსენიება შეურაცხმყოფელია.
“ასე თქვა? თათბირზე ნასვამი არავინ ყოფილა, შეიძლება თვითონ ქვათაძე იყო მთვრალი. თანამშრომლები ფხიზელ მდგომარეობაში ვიყავით“, - განმარტა მიხეილ კოშკაძემ.
რადიო "მოზაიკა" გიორგი ქვათძესაც დაუკავშირდა. სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, თანამშრომლებმა მისი ნათქვამი არასწორად გაიგეს.
მედიაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი ქვათაძემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თანამშრომლებმა თათბირზე მისი ნათქვამი არასწორად გაიგეს.