ენმ გორის მერის გადაყენებას ითხოვს

ივლისი 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გორის მერის გადაყენების მოთხოვნის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

საქმე ეხება შპს მარინის დირექტორად კონსტანტინე თავზარაშვილის არსებობას, რაც საჯარო რეესტრის მონაცემებითაა დადასტურებული. 


"8 თვის განმავლობაში იკავებდა თანამდებობასთან შეუთავსებელ სამსახურს. ის შპს მრინის დირექტორია! ეს კი მის სამსახურთან სეუთავსებლობაზე მეტყველებს", -  აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში.

გორის მუნიციპალიტეტის მერის ბიზნესთან შეუთავსებლობის შესახებ მიმდინარე წლის მარტში ინფორმაცია პირველად რადიო "მოზაიკამ" გაავრცელა, თუმცა მაშინ კონსტანტინე თავზარაშვილი აცხადებდა, რომ ამ კომპანიაში ის აღარ ირიცხება და არანაირი ინტერესი არ გააჩნია. ფაქტია ისიც, რომ ამ დრომდე საჯარო რეესტრისთვის, როგორც აღმოჩნდა, ქალაქის მერს სტატუსის შესაცვლელად არ მიუმართავს.

Read 460 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი