ირაკლი ოქრუაშვილი სოხუმის რეჟიმის მიერ შედგენილ "შავ სიაში" მოხვდა
"ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სიის საპასუხოდ, ოკუპირებული აფხაზეთი "შავი სიის" საკუთარ ვერსიაზე მუშაობს.
არასასურველი პირების ჩამონათვალი ე.წ. რესპუბლიკურმა-საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ შეადგინა და საოკუპაციო რეჟიმის პარლამენტსა და მთავრობას გადაუგზგავნა. სია 26 კაციანია. ჩამონათვალში საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც მოხვდა. საოკუპაიო რეჟიმის წარმომადგენლები "შავ სიაში" შესულ 26-ვე პირს სამხედრო დანაშაულის ჩადენაში, გენოციდსა და ტერორისტულ საქმიანობაში ადანაშაულებენ. ოქრუაშვილთან ერთად, ჩამონათვალში შედიან - მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები და სხვები.
"შავ სიას", " ხიშბა-სიგუას სია" უნდა ეწოდოს, იმ ადამიანების პატივსაცემად, რომლებიც საქართველოს სპეცსამსახურებმა გაიტაცეს და მოკლეს.-ნათქვამია ავტორების მიმართვაში.
ადგილობრივი გამოცემა „НУЖНАЯ ГАЗЕТА“ -ს ცნობით, პარლამენტისადმი გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნაბიჯი, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის შექმნის შესახებ, დაუსაბუთებელია და არავითარ ფაქტებს არ ეფუძნება.
Latest from რადიო მოზაიკა
- საოკუპაციო ხაზთან მდებარე მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
- სამხრეთ-ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია "ცხინვალის" 5 ფეხბურთელის დაკავებას ეხმაურება
- მამიდის მიმართ მუქარისა და შეურაცხყოფის ბრალდებით ხიდისთავში ერთი პირი დააკავეს
- 25 დევნილ ახალგაზრდას დასაქმებისთვის გადაამზადებენ
- გუბერნიამ 4228 ლარი სტუმრების დასახვედრად და სარესტორნე მომსახურებისთვის დახარჯა