Back to Top
 

JPrize Web Geo

კვირა, 15 ივლისი 2018 12:26

გორში ავარიის შედეგად 3 ახალგაზრდა დაშავდა

Rate this item
(0 votes)

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის ავტომანქანა სველ გზაზე მოცურდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა. 

დაშავებულები გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ორი მათგანი მალევე გაწერეს, ერთი კი - ახალგაზრდა გოგონა, ისევ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ 276-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს.

 

Read 2700 times