Print this page

დავით ჩიხრაძე: ვცდილობთ დავაფინასოთ ის მიმართულებები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო არ აფინანსებს

ივლისი 15 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

„როდესაც ჩვენ ვადგენთ სოციალურ წესს, ორიენტაცია გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროზე აღებული“, - გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის, დავით ჩიხრაძეს განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს დააფინანსოს ისეთი მიმართულებები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო არ აფინანსებს.

ამის შესახებ ჩიხრაძემ რადიო "მოზაიკას" გადაცემაში "თვითმმართველობის დრო" ისაუბრა.

მთლიანი ბიუჯეტი 1 840 000 ლარია. უდიდესი ნაწილი ჯანდაცვაზე იხარჯება. სოციალური დახმარების გაცემის წესის შედგენისას ვითვალისწინებთ, რომ  ისეთ რაღაცაში არ გავაკეთოთ დახმარება, რაშიც ჯანდაცვის სამინისტრო ეხმარება. მილიონ 800 000 ნამდვილად არაა საკმარისი. ეს შორიდან ჩანს, რომ დიდი თანხაა, თორემ, ჩვენ, ფაქტობრივად დეფიციტური ბიუჯეტი გვაქვს. მაგალითად, ონკოლოგიური ავადმყოფების გამოკვლევა არ ფინანსდება ცენტრალური ხელისუფლებისგან. ასევე, მედიკამენტები არ ფინანსდება. სწორედ ასეთ მიმართულებებს ვაფინანსებთ", - განაცხადა ჩიხრაძემ.

Read 892 times Last modified on Last modified on ივლისი 15 2018