ბექა ხახუბიას საქმეზე რიგით მეცხრე სასამართლო პროცესი გაიმართება

იანვარი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 

პარლამენტის დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას  დაღუპვის საქმეში ბრალდებული პოლიციელების მორიგი პროცესი, გორის რაიონულ სასამართლოში, დღეს გაიმართება. ბრალდებულების ერთ-ერთი ადვოკატის ნოდარ ცინცაძის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები იქნება გამოკვლეული, თუმცა რა მტკიცებულებებზეა საუბარი, დაცვის მხარისთვის ამ ეტაპზე უცნობია. არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რიგით მე-9 პროცესი დღის 15 საათზეა ჩანიშნული.  

 "საქმეზე 70-მდე მოწმის დაკითხვა იყო დაგეგმილი. აქედან 20-მდე მოწმე სასამართლომ უკვე დაკითხა. მათ შორის ერთ-ერთი გარდაცვლილის ძმა, გიორგი ხახუბიაა. 12 მოწმე ჩვენ გავხადეთ უდაოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არ დაიკითხებიან, რადგან საქმესთან შემხებლობა არ ჰქონდათ. დაცვის მხარემ  ჩავთვალეთ, რომ ამაზე ტყუილი დროის დაკარგვა არ ღირდა“, აცხადებს ნოდარ ცინცაძე, ადვოკატი. 


შეგახსენებთ, რომ ბექა ხახუბია გასული წლის 17 მაისს პატრულის მიერ განხორციელებული დევნის ოპერაციის შედეგად გარდაიცვალა. მის ავტომანქანას, გორის გვირაბთან სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს. შეჯახების შედეგად კი ბექა ხახუბია ადგილზე დაიღუპა. ამის შემდეგ, საპატრულო პოლიციის რამდენიმე თანამშრომლს უფლებამოსილება შეუჩერდათ - ნუკრი ხაბელაშვილს, გიორგი სადაღაშვილს და ზურაბ რუსიშვილს ბრალი სსსკ-ის 116- ე და 333-ე მუხლებით წარედგინათ, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. 

 

Read 745 times Last modified on Last modified on იანვარი 11 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი