დავით ჩიხრაძე: ვერ დავეხმარებით იმ სტუდენტებს, რომლებსაც სასწავლო გრანტი აქვთ

ივლისი 15 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

„იმ სტუდენტებს რომლებსაც თუნდაც 50% -იანი სასწავლო გრანტი აქვთ მოპოვებული, გორის მუნიციპალიტეტის მერია ვერ დაეხმარება“, - ამის შესახებ რადიო „მოზაიკას“ გადაცემაში "თვითმმართველობის დრო" გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ჩიხრაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, მერიისგან დაფინანსებას ვერ მიიღებენ ის სტუდენტებიც, რომლებსაც სწავლის პერიოდში თუნდაც ერთი საგანი დარჩათ ჩასაბარებელი.

„დახმარება 500 ლარს შეადგენს. თუ გრანტი აქვს სტუდენტს აღებული, ჩვენ ვერ ვეხმარებით. თუ ჩამორჩენა აქვს სწავლის პერიოდში, ჩვენ ვერ დავაფინანსებთ. ოღონდ, ჩამორჩენასაც გააჩნია- თუ აკადემიური აიღო, დავუშვათ, ოჯახური პირობების გამო, მაშინ დავაფინანსებთ, მაგრამ, თუ დარჩენილი აქვს, მაშინ - არა“, - განაცხადა დავით ჩიხრაძემ

Read 1008 times Last modified on Last modified on ივლისი 15 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი